Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტების მიერ 2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოდან შემოვიდა ინფორმაცია ჩინეთის სიჩუანის პროვინციის უნივერსიტეტების მიერ 2023-2024 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოცხადებული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.

სტიპენდიები გამოყოფილია საბაკალავარო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე კომპიუტერული ინჟინერიის, კლინიკური მედიცინის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით.

სასტიპენდიო პროგრამებზე რეგისტრაციის ვადა განსხვავდება საფეხურების და სასწავლო მიმართულებების მიხედვით, თუმცა ძირითადად განისაზღვრება მ.წ. 31 მაისამდე.

დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართების სახით.